შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ დაარსდა 2008 წლის 8 მაისს. წლების განმავლობაში კომპანია განვითარდა და გაფართოვდა: 2008 წლის აგვისტოში კომპანიამ ააშენა პირველი ქარხანა - ნახშირღელეს ფეროშენადნობთა მწარმოებელი ქარხანა - წლიური წარმადობით 4800-5400 ტონა. 2011, 2012 და 2018 წლებში ქარხანა გაფართოვდა, დაემატა ღუმელები და წლიური წარმადობა გაიზარდა. ამჟამად ქარხანა აწარმოებს 35000-40000 ტ. პროდუქციას წლიურად.
2011 წელს ნახშირღელეში აშენდა ლითონგადამამუშავებელი მექანიკური საამქრო და 2012 წელს ლითონის საჩამომსხმო საამქრო ორი ინდუქციური ღუმელით. ნახშირღელეში, ასევე კომპანიის საკუთრებაშია, დამწევი ქვესადგური 110/35/10 . 2009- 2010 წელებში კომპანიამ შეიძინა მანგანუმის სარეცხი და მადნის გამამდიდრებელი მინი ქარხანები ჭიათურაში. 2010 წელს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიამ“ შეიძინა ფეროშენადნობთა ქარხანა რუსთავში წლიური წარმადობით 4800-5400 ტონა. 2011 წელს მოხდა ქარხნის გაფართოება და შესაბამისად წარმოებაც გაორმაგდა. რუსთავში ასევე კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს დამწევი ქვესადგური 110/35/10 .
2013 წელს კომპანიამ ააშენა მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი უნივერსალური ქარხანა ჭიათურაში. 2015 წელს კი კომპანიამ შეიძინა ფეროშენადნობთა ქარხანა ორხევში, წლიური წარმადობით 6000-7200 ტონა. 2019 წელს კომპანიამ, ნახშირღელეს ფეროშენადნობი ქარხნის ტერიტორიაზე დაასრულა ახალი აგლომერაციის ქარხნის მშენებლობა, წლიური წარმადობით 240 000 ტონა. აგლომერაციის ქარხანაში წარმოებული აგლომერატის გამოიყენება კომპანიის კუთვნილ ფეროშენადნობთა ქარხნებში, ასევე კომპანია ახორციელებს წარმოებული აგლომერატის ექსპორტს.
ქარხნები აღჭურვილია თანამედროვე, საერთაშორისო სტენდარტების შესაბამისი ტექნიკით. ამასთანავე, მუდმივად მიმდინარეობს გადაიარაღებისა და განახლების პროცესი. სისტემატიურად ხდება თანამშრომლების გადამზადება, ჩვენი წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ შესაბამის გამოფენებში, კონფერენციებსა და ტრენინგებში როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
საბოლოოდ კი კვალიფიცირებული კადრები და პროდუქციის მაღალი ხარისხი შესაბამისად ქმნის ჩვენი კომპანიის სანდო და წარმატებულ იმიჯს. როგორც ერთ ერთი წარმატებული და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ ჩართულია მრავალ საქველმოქმედო, ეკონომიკურ თუ სოციალურ პროექტებში.
2015 წლის 13 აგვისტოს შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“-ს აქტიური მხარდაჭერითა და თანამონაწილეობით, დარგში მოქმედ ლიდერ კომპანიებთან ერთად, დაარსდა „ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაცია“. მისი მიზანია იზრუნოს დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, საკანონმდებლო ორგანოსთან, არასამთავრობო, სამოქალაქო და საგანმანათლებლო სექტორთან, რათა განვითარდეს აღნიშნული დარგი და გაიზარდოს ექსპორტის წილი.
Mn | Si | P | C | S |
---|---|---|---|---|
78,0 | 3,0 | 0,45 | 6,0 | 0,003 |
Mn | Si | P | C | S | Mark |
---|---|---|---|---|---|
70 | 16 | 0,4 | 2,5 | 0,003 | SiMn17 |
Mn | Si | P | C | S | Mark |
---|---|---|---|---|---|
65 | 16 | 0,15-0,35 | 2 | 0,003 | SiMn17 |
Si | C | S | P | Al | Cr |
---|---|---|---|---|---|
45 | 0,2 | 0,02 | 0,05 | 2 | 0,5 |
Si | C | S | P | Al | Cr |
---|---|---|---|---|---|
65 | 0,1 | 0,02 | 0,05 | 2 | 0,4 |
Si | C | S | P | Al | Cr |
---|---|---|---|---|---|
75 | 0,1 | 0,02 | 0,04 | 3 | 0,3 |